“абхазская Аджика”-ს თვითაღიარებული რესპუბლიკა აფხაზური ბრენდის სახით გაყიდის

0

17_low“აფხაზური აჯიკა” რუსულ ბაზარზე ბრენდის სახით გაიყიდება და აღნიშნული პროდუქტის დამზადება და რეალიზება საზღვრებს გარეთ საფირმო ნიშნის გარეშე აიკრძალება. ამის შესახებ აფხაზური პრესის საშუალებით კომენტარს ე.წ აფხაზეთის სახელმწიფო სტანდარტის უფროსის მოადგილე ნატალია კვარაცხელია აკეთებს.

“ყველა პრობლემა ამ მხრივ აღმოფხვრილი იქნება, რადგანაც ჩვენი აფხაზური პროდუქცია მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში იყიდება არა როგორც აფხაზური ბრენდი. რაც შეეხება აფხაზურ აჯიკას ეს უკვე აღიარებულია ბრენდად და ის შესაბამისი ნიშნით გასაღდება მსოფლიოს ბაზარზე, მათ შორის ჩვენი მეზობელ რუსეტშიც”-აცხადებს ნატალია კვარავხელია და იქვე დასძენს, რომ “სახსტანდარტი” სხვა აფხაზურ ბრენდებზეც მსგავს კონტროლს დააწესებს.

სხვა ახალი ამბები: