ВКонтакте-ს ერთ-ერთი დამაარსებელი ეროვნებით ქართველი მილიარდერია

0
viachaslav-virilashviliაპრილში ცნობილი გახდა, რომ პოპულარული სოციალური ქსელის ВКонтакте-ს დაამარსებელი პაველ დუროვი გენერალური დირექტორის თანამდებობიდან აქციონერებმა გაათავისუფლეს. აღსანიშნავია, რომ ВКонтакте-ს ყოველთვიურად დაახლოებით 300 მილიონი ადამიანი სტუმრობს, რომელსაც კომპანიისთვის 200 მილიონი დოლარის მოგება მოაქვს.

ქართველი მკითხველისთვის კი ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ВКонтакте-ს ერთ-ერთი დამაარსებელი ეროვნებით ქართველი მილიარდერი ვიაჩესლავ მირილაშვილი.

სოციალური ქსელი სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა პაველ დუროვმა სხვადასხვა სასწავლებლების სტუდენტებთან კომუნიკაციისთვის შექმნა.

როგორც “ფეისბუქის” შემქნელი მარკ ცუკერბერგი არც დუროვს უსწავლია პროგრამირება უნივერსიტეტში. დურორვმა ფილოლოგიური ფაკულტეტი დაავთავრა.

უნივერსიტეტში სწავლის დროს დუროვი სხვადასხვა სტუდენტურ პროექტებს აწარმოებდა და საკუთარი ვებგვერდიც ჰქონდა, სადაც სტუდენტები გამოცდების პასუხებს ნახულობდნენ. ზუსტად ამ იდეამ უბიძგა მას შეექმნა ისეტი რესურსი, სადაც სტუდენტები ერთმანეთთან კომუნიკაციას დაამყარებდნენ და ინფორმაციას გაცვლიდნენ.

ВКонтакте ოფიციალურად 2006 წლის 10 ოქტომბერს შეიქმნა. 2007 წელს კი დუროვის სოციალურმა ქსელმა რუსეთში პოპულარობით ქსელ “ოდნოკლასნიკს” გაუსწრო, რომელიც საქართველოშიც საკმაოდ აქტიურად გამოიყენებოდა.

ამა წლის იანვარში ВКонтакте- ახალ დომეინზე გადავიდა VK.COM.

ახლა კი აღნიშნულ სოციალურ ქსელზე რამდენიმე საინტერესო ფაქტს გაგაცნობთ, სადაც ქართველი ბიზნესმენის სახელი იკვეთება

ВКонтакте-ს აქციათა მფლობელები არიან: Mail.ru Group (39.99%), მირილაშვილების ოჯახი (40%), პაველ დუროვი (12%), ლევ ლევიევი (8%).

მაშ ასე ვინ არის ვიაჩესლავ მირილაშვილი?

ვიაჩესლავი მიხეილ მირილაშვილის ოჯახში დაიბადა. ვიაჩესლავის მამა მიხეილი უფრო საინტერესო ისტორიით გამოირჩევა, მაგრამ მის შესახებ შემდეგ მოგიყვებით.

ვიაჩესლავი პეტერბურგის აკადემიურ გიმნაზიაში სწავლობდა, სადაც მისი კლასელი პაველ დუროვი იყო.

2001 წელს, როცა მიხეილ მირილაშვილი ადამიანების გატაცებაში დაადანაშაულეს, ვიაჩესლავი საცხოვრებლად ისრაელში გადაიყვანეს.

უმცროსი მირილაშვილი ტაფტის უნივერსიტეტში სწავლობდა და 2006 წელს რუსეთში დაბრუნდა და დუროვთან ერთად მამამისის ფულის წყალობით სოციალური ქსელი ВКонтакте შექმნა. დუროვი და ლევ ლევიევი მინორიტარული აქციონერები გახდნენ, თუმცა დუროვს საკუთარი აქციათა პაკეტით არასასურველი გადაწყვეტილებების დაბლოკვა შეეძლო. მირილაშვილის პირველადი შენატანი კი 30 000 დოლარი იყო.

2011 წელს მირილაშვილმა, რომელიც მაშინ აქციათა 60 პროცენტს ფლობდა, აქციათა ნაწილი Mail.ru Group-ს მიჰყიდა, რის გამოც დუროვთან კონფლიქტი მოუვიდა, ხოლო კომპანიის აქციათა 40 პროცენტი და საკონტროლო პაკეტი შეინარჩუნა.

ვიაჩესლავ მირილაშვილი დღემდე რჩება ВКонтакте-ს აქციათა 40 პროცენტის მფლობელი.

აღსანიშნავია, რომ ВКонтакте-ს დღეში 28 მილიონი ადამიანი სტუმრობს, ხოლო სოციალური ქსელის ღირებულება 3.75 მილიარდი დოლარია. გამომდინარე აქედან ВКонтакте-ს ერთი მომხმარებლის ფასი საშუალოდ 18.75 დოლარს შეადგენს, რაც ხუთჯერ უფრო იაფია, ვიდრე “ფეისბუქის” ერთი მომხმარებლის საშუალო ფასი.

რაც შეეხება მიხეილ მირილაშვილის, ვიაჩესლავის მამას ის ქართველი-ებრაელია და დაბადებულია სოფელ კულაში, რომელიც სამტრედიასთან ახლოს მდებარეობს.

მიხეილი მეცენატი, ბიზნესმენია, ხოლო 2012 წელს ჟურნალმა Forbes-მა რუსეთის 200 ყველაზე მდიდარი ბიზნესმენის იაში შეიყავანა, სადაც მირილაშვილი 750 მილიონი დოლარით მე-17 ადგილზე იყო.

2001 წლის 23 იანვარს მიხეილი ორი ქართველის გატაცების გამო დააკავეს, რომლებმაც თავისმხრივ მისი მამა გაიტაცეს.

2003 წელს მიხელ მირილაშვილი 12 წლის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა 2007 წელს მირილაშვილმა სტრასბურგში იჩივლა და საქმე მოიგო კიდეც, რის შედეგად 2009 წლის 22 იანვარს ის გაათავისუფლეს.

სხვა ახალი ამბები: