აბაშაში მომხდარი მკვლელობა პოლიციამ ცხელ კვალზე გახსნა

0

kvleloba abashashiაბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილარში  1 თებერვალს მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნილია. 1964 წელს შუახნის მამაკაცს ტოტია მესხიას შელაპარაკება მოუვიდა 1990 წელს ამავე რაიონში დაბადებულ გიორგი ნერსესიანთან. ურთიერთშელაპარაკება ალიოშა მესხიას დროებით სადგომში მოხდა რომელსაც ამავე სოფელში საქონელი ჰყავდა და უვლიდა. ურთიერთდაპირისპირების ნიადაგზე გიორგი ნერსესიანმა ალიოშა მესხიას სანადირო თოფიდან ესროლა და ადგილზე მოკლა. ბოროტმოქმედმა კი კვალის დაფარვის მიზნით გარდაცვლილის გვამი მის დროებით სადგომში შეაგდო და ცეცხლი წაუკიდა. ნევსესიანმა ასევე გადაწვა მესხიას კუთვნილი პირურყვის სადგომიც.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის პოლიციამ ბოროტმოქმედს კვალს მომხდარიდან რამდენიმე რამდენიმე დღეში მიაკვლია. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით 108-ე მუხლით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელიც განზრახ მკვლელობის ჩადენას ითვალისწინებს. დაკავებული გიორგი ნერსესიანმა ჩადენილი დანაშაული აღიარა და მას უკვე ბრალიც წარედგინა.