აბაშის საკრებულო ისევ თამჯდომარის გარეშე რჩება

0

abashaaaaaaაბაშის მუნიციპალიტეტში საკრებულოს სხდომა დღეს ისევ ჩაიშალა. საკრებულოს წევრებს დღეს “ქართული ოცნების” მიერ წარმოდგენილი საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი პაატა ქურდოვანიძის არჩევისთვის უნდა ეყარათ კენჭი, თუმცა ამაოდ.

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე 31 დეპუტატიდან მხოლოდ 23 გამოცხადდა. დეპუტატთა ის ნაწილი, რომლებმაც სხდომა 14 ივლისს პროტესტის ნიშნით დატოვა, არც დღეს გამოცხადებულა. მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოს სხდომაზე 23-მმა დეპუტატმა რეგისტრაცია გაიარა და ქვორუმიც შედგა, საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა მაინც ვერ მოხერხდა.

წარმოდგენილი კანდიდატის, პაატა ქურდოვანიძის ასარჩევად მინიმუმ 16 ხმა იყო საჭირო, თუმცა ხმის მიცემის პროცესში დეპუტატთა უმრავლესობამ სხდომა “შეუმჩნევლად” დატოვა. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დეპუტატთა არდასწრების მოტივით სხდომა ისევ ჩაშალა. მომდევნო საკრებულოს სხდომა აბაშის მუნიციპალიტეტში ორშაბათს 21 ივლისს დაინიშნა.

სხვა ახალი ამბები: