აბაშისა და ჩხოროწყუს რაიონებში მენინგიტის სამი ახალი შემთხვევა ფიქსირდება

0

saswrafoooooooაბაშისა და ჩხოროწყუს რაიონებში კლინიკური მენინგიტის სამი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს რეგიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ რამდენიმე წუთის წინ მიაწოდა. ოდიშარიას განცხადებით სამი შემთხვევიდან ორი, ჩხოროწყუს რაიონში, სოფელ ლესიჭინეშია დაფიქსირებული, ხოლო ერთი აბაშაში. სამივე ავადმყოფი სტაციონარულ მკურნალობას ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადის.

“ეს არის კლინიკური მენინგიტის შემთხვევები, რომლებიც ამ დროისთვის ფიქსირდება, თუმცა ჯერჯერობით ლაბორატორიულად დადასტურებული არ არის. რამდენიმე დღეში გვექნება ამის შესახებ ინფორმაცია და ამასაც მოგაწვდით”-აცხადებს ნანა ოდიშარია.

სხვა ახალი ამბები: