აბაშის მუნიციპალიტეტის 6 სოფლის გაზიფიცირება დაიწყო (ვიდეო)

0

10931627_585690508201056_2629666433544117031_oვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე,  საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორი მამუკა კობახიძე და სამეგრელო – ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონია  აბაშის მუნიციპალიტეტის  სოფელ მარანში გაზიფიცირების სამუშაოების დაწყებას დაესწრნენ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლების: პირველი მაისის, გაუწყინარის, თხმელარის, მარანის, მარანჭალას და გუგუნაყათის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების ახორცეიელებს.

11422377_988756624469396_590461776_o11423701_988756607802731_185052310_o11428180_988756617802730_831006374_oამ ეტაპზე მიმდინარეობს სოფლების მარანის, მარანჭალას და გუგუნაყათის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები. სამივე სოფლის გაზსადენის ჯამური სიგრძე 36452 გრძივი მეტრია.

განხორცილებული სამუშაოების შედეგად ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცემა აბაშის მუნიციპალიტეტში  მცხოვრებ  862 ოჯახს.

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლების გაზიფიცირების სამუშაოების დასრულება დაგეგმილია 2015 წლის ბოლომდე.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 2015 წელს 14 მუნიციპალიტეტის 75   სოფლის გაზიფიცირების მიზნით ბიუჯეტიდან გამოიყო 20 მლნ ლარი. სოფლად მცხოვრები ათასობით ოჯახის გაზიფიცრების სამუშაოები წლის ბოლოსთვის დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ ბუნებრივი გაზის სექტორში ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების ტარიფი 600 ლარიდან 400 ლარამდე  შემცირდა.

ენერეგტიკის სამინისტროსა და გაზგამანაწილებელი კომპანიების  შეთანხმებით ისევ შენარჩუნებულია ამ თანხის ეტაპობრვი გადახდის მექანიზმი და მოსახლეობას უკვე შემცირებული ტარიფის გადახდა  25 ლარიანი პორციებით, 16 თვის განმავლობაში შეეძლება.  მომსახურების ღირებულებაში შედის ბუნებრივი გაზის ერთი წერტილის მოწყობა.

 

 

სხვა ახალი ამბები: