აბაშის პოლიციამ აბაშის მაჟორიტარი დაეპუტატის წინააღმდეგ საქმე ხულიგნობის მუხლით აღძრა

0

darcmelidze“ქართული ოცნების” აბაშის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი გვილავა აბაშის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს დავით დარცმელიძეს ხულიგნობაში ადანაშაულებს. გვილავას განმარტებით, საპარლამენტო უმცირესობის წევრი, თანმხლებ პირებთან ერთად  საცხოვრებელ სახლთან ახლოს თავს დაესხა და ქურთუკი შემოახია. მაჟორიტარი დეპუტატი “ქართული ოცნების” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს და ამავე დროს საპრეზიდენტო კანდიდატ გიორგი მარგველაშვილის შტაბის ხელმძღვანელს უშვერი სიტყვებით აგინებდა.

„ჩემს საცხოვრებელ სახლთან გვიან ღამით დარცმელიძე თავის თანმხლებ პირებთან ერათად მაგინებდა, ქურთუკი შემომახია, მეზობლებს აგინებდა, ასევე უცენზუროდ მოიხსენიებდა „ქართულ ოცნებას“ – აცხადებს გიორგი გვილავა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აბაშის პოლიციის განყოფილებაში საქმე ხულიგნობის მუხლით აღიძრა. პოლიციის განყოფილებაში წუხელ, გვიან ღამით დაიკითხა დაზარალებული გიორგი გვილავა.

საქართველოს პარლამენტის წევრი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” დავით დარცმელიძე მომხდართან დაკავშირებით ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს.

შეგახსენებთ, რომ დავით დარცმელიძე აბაშის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატია, ხოლო მანამდე ის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენის უფროსი იყო, მოგვიანებით კი ის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა.

სხვა ახალი ამბები: