აბაშის რაიონის გამრიცხველიანება დასრულდა

0

gamricxvelianebaაბაშის რაიონის გამრიცხველიანება დასრულდა. „ტყვირი“ ბოლო სოფელია, რომლითაც მთლიანად დასრულდა ინდივიდუალური გამრიცხველიანება აბაშის რაიონში. ენერგო–პრო ჯორჯიამ ევროპული ტიპის ინდივიდუალური მრიცხველები დაუმონტაჟა 9290 აბონენტს რაიონში არსებულ 20 სოფელში. აღნიშნული პროექტის განხორციელების მიზნით სს ენერგო–პრო ჯორჯიამ განახორციელა 2 322 500 ლარის ინვესტიცია.

„აბონენტების ინდივიდუალური გამრიცხველიანება ჩვენი კომპანიის ერთერთი პრიორიტეტთაგანია. მართალია აბაშის რაიონში ინდივიდუალური გამრიცხველიანება დასრულდა, მაგრამ სამუშაოები სხვა რეგიონებში გრძელდება და 2015 წლისთვის ინდივიდუალური გამრიცხველიანება დასრულდება.“ – განაცხადა კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა ავთო დვალიშვილმა.

გამრიცხველიანების სამუშაოების პარალელურად მიმდინარეობდა 0,4 კილოვოლტის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რის შედეგადაც შეიცვალა 3967 ცალი ამორტიზებული ხის ბოძები ახალი რკინა-ბეტონის ბოძებით, გაიჭიმა 541544 მეტრი სიგრძის კაბელი და აგრეთვე რემონტდება სატრანსფორმატორო პუნქტები.

“აბაშის მუნიციპალიტეტში დასრულდა ენერგო-პრო-ჯორჯიას მიერ აბონენტების ინდივიდუალური გამრიცხველიანება, რომელიც გულისხმობს სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე ინდივიდუალური მრიცხველისმონტაჟს. შესაბამისად ყოველი აბონენტი, საკუთარი მოთხოპვნიდან გამომდინარე, შეძლებს მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის გაკონტროლებას. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ამ პროექტის ფარგლებში არ მომხდარა არამარტო ინდივიდუალური მრიცხველის მონტაჟი, არამედ მოხდა ელექტრო ქსელის სრული რეაბილიტაცია. სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად ძველი ამორტიზირებული ხის ბოძები შეიცვალა ახალი რკინა-ბეტონის დგარებით, მთლიანად შეიცვალა მოძველებული მიწისზედა და მიწისქვეშა საკაბელო სისტემები, გარემონტდა სატრანსპორმატორო ფუნქციები, გადაიჭიმა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ქსელის ინფრასტრუქტურა, რაც თავის მხრივ აბონენტების ხარისხიან და სტაბილურ ენერგომომარაგებას უზრუნველყოფს”-განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის პროექტების კოორდინატორმა დავით კოდუამ.

სხვა ახალი ამბები: