ადამიანები წარსულიდან: ანდრია დადიანი

0

10556438_338138519695744_7094253644451419049_nანდრია დადიანი (1850 – 1910) – დავით დადიანისა და ეკატერინე ჭავჭავაძის უმცროსი ვაჟი, უბრწყინვალესი თავადი მინგრელსკი, პირველი პროფესიონალი ქართველი მოჭადრაკე.

ანდრია დადიანმა დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო. ჭადრაკის თამაში დედამ ასწავლა. მისი სახელი კარგად იყო ცნობილი მსოფლიო საჭადრაკო სამყაროში. 1873 წელს დაამთავრა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1879 წლიდან ეწეოდა დიპლომატიურ მოღვაწეობას რომში, რუსეთის საელჩოში. თავისუფლად საუბრობდა რუსულად, ფრანგულად, გერმანულად, ინგლისურად, ესპანურად და იტალიურად.
ანდრია ძალზე პოპულარული იყო იმპერიის ელიტარულ საზოგადოებაში და სამეფო კარზე.

10641293_338138556362407_8713664864421899527_n10428699_338138573029072_2694352801475382004_n10629789_338138509695745_4274865370338386874_n1900-1904 წლებში ანდრია მონტე-კარლოს საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირის პრეზიდენტი იყო. 1897 წელს ინგლისური ჟურნალი ,, Bristish Chess Magazine” წერდა: ,,სამეგრელოს თავად დადიანის საჭადრაკო პარტიები საუცხოოა და საჭადრაკო ლიტერატურაში დარჩება როგორც შედევრი”. დადიანს უთამაშია მსოფლიოს ისეთ ცნობილ მოჭადრაკეებთან, როგორებიც იყვნენ: ბერნსი, კოლიში, როზენტალი, დიუბუა, შუმოვი.

თავადი გარეგნულად იმდენად მიმზიდველი მამაკაცი ყოფილა, რომ გერმანიის ერთ-ერთ გამომცემლობას მისი გამოსახულებით ფერადი საფოსტო ბარათი დაუბეჭდავს დიდი ტირაჟით. ანდრიას განსაკუთრებულ გატაცებას სუსტი სქესი წარმოადგენდა და ბუნებრივია, არც ქალები ამჟღავნებდნენ მის მიმართ გულგრილობას. თანამედროვეთა მოგონებებმა უბრწყინვალესი თავადის რამდენიმე სასიყვარულო თავგადასავალი შემოინახა: ,,ერთხელ ნევის პროსპექტზე ეტლით სეირნობისას, მოპირდაპირე მხარეს ანდრიას ლამაზი ქალი დაუნახავს, როცა გაცნობაზე უარი მიუღია, თავადს იგი პირდაპირ პროსპექტიდან მოუტაცია რის გამოც თავადი დროებით კიევში გადაასახლეს. მიუხედავად ასეთი ,,სასჯელისა” ანდრიამ ქალების დევნა არ დაასრულა. როდესაც ერთ-ერთმა ფრანგმა ქალმა მის სიყვარულზე უარი თქვა, დადიანმა შურისძიება საკმაოდ დამამცირებელი ფორმით გამოხატა – მას პარიზის ბაღში მოსეირნეს დაუნახავს მისი უარმყოფელი ქალი, რომელიც კაფეში სხვა მამაკაცთან ერთად შამპანურს მიირთმევდა. ეს სასმელი მაშინ ევროპაში საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნება იყო. ანდრიამ ოფიციანტს იმავე კაფეში უმაღლესი ხარისხის შამპანური მოატანინა და ქალის დასანახად თავის ცხენს დაალევინა.

სიცოცხლის ბოლო 20 წელი მინგრელსკიმ კიევში გაატარა, სადაც ბრწყინვალე ორსართულიანი სასახლე ააშენა. ადრე დაავადდა, ხელზე დამბლა დაეცა და ენა წაერთვა. იგი სიმარტოვეში გარდაიცვალა, მისი ცხედარი დამ, სალომე მიურატმა საქართველოში ჩამოასვენა და მარტვილის საკათედრო ტაძარში დაკრძალა.

სხვა ახალი ამბები: