ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე ზუგდიდში შეხვედრა გაიმართა

0

11926477_995247140496820_1303203558318111876_o (1)ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მთვრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსი ნატალია ჯალიაშვილი იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად სამეგრელოში იმყოფებოდა.

კამპანიის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა ადგილობრივი თვითმართველობების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. შეხვედრის მთავარი განსახილველი თემა იყო ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული და საერთაშორისო მექანიზმები და სტანდარტები. 11888557_995247133830154_7544269343845346837_o11886176_995247317163469_9018182879968146399_oროგორც შეხვედრაზე ითქვა, კამპანია საინფორმაციო ხასიათისაა და მისის მიზანია ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის 2014-2015 წწ. პოპულარიზაცია. ის საქართველო-ევროკავშირის ვიზა-ლიბერალიზაცია სამოქმედო გეგმის შემფასებელი მისიის რეკომენდაციის შესაბამისად ხორციელდება.

საინფორმაციო კამპანიის მხარდამჭერია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნო, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (OHCHR).

სხვა ახალი ამბები: