ადვოკატს მსჯავრდებულთან ნარკოტიკები სასქესო ორგანოებით შეჰქონდა

0

cixeცნობილ კრიმინალურ “ავტორიტეტთან” “სუბუტექსი” სასქესო ორგანოთი შეჰქონდათ – ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი “პრაიმტაიმი” ავრცელებს.

გაზეთის ცნობით, 24 ივლისს სასჯელაღსრულების ქსნის დაწესებულებასთან ახალგაზრდა ადვოკატი ქალბატონი საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფის მოსანახულებლად აპირებდა შესვლას. ლიზა მ.-ს ციხეში შესვლამდე შესაბამისი შემოწმება ჩაუტარდა, რამდენიმე წუთში კი ადვოკატს ციხის შესასვლელთან აპატიმრებენ. აღმოჩნდა, რომ მას ქსნის ციხეში მყოფ პატიმართან ნარკოტიკული საშუალება “სუბუტექსი” შეჰქონდა. “პრაიმტაიმისთვის” ცნობილი გახდა, რომ ადვოკატი ციხეში ნარკოტიკის შეტანას ერთობ უცნაური მეთოდით ცდილობდა.

კერძოდ, ლიზა მ.-ს “სუბუტექსი” სასქესო ორგანოში ჰქონდა გადამალული. მისი დაცვის ქვეშ მყოფი კი, ვისთანაც ნარკოტიკი შეჰქონდა, ცნობილი კრიმინალური “ავტორიტეტი” გიგა ბალავაძეა. დაკავებულ ადვოკატს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე პრიმა მუხლის, მე-2 ნაწილით წაუყენეს, რაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით აკრძალული ნივთის შეტანას გულისხმობს.

სასამართლო პროცესზე, სადაც ელისაბედ მ.-სთვის წინასწარი აღმკვეთი ღონისძიების საკითხი განიხილებოდა, პროკურატურამ მისი პატიმრობაში დატოვება მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ ადვოკატს წინასწარი პატიმრობის ნაცვლად 10-ათასლარიანი გირაო შეუფარდა. თავად პატიმარ გიგა ბალავაძეს კი, რომელიც ქსნის ციხეში მრავალწლიან სასჯელს იხდის, დაწესებულებაში ნარკოტიკის შეტანაზე პირის იძულებით დაყოლიების გამო, ბრალი, სავარაუდოდ, კიდევ დაუმძიმდება.

სხვა ახალი ამბები: