ავარიული საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ზუგდიდის გამგებელმა დაათვალიერა

0

10688349_654483278018196_3606101945828919626_oზუგდიდის მუნიციპალიტეტის უჩაშონას ტერიტორიულ ერთეულში ავარიული საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება. დღეს სამუშაოების შესრულების პროცესს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია ესწრებოდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტო – ბეტონის საფარის პირველი ფენის დაგება. სარეაბილიტაციო გზის სიგრძე შეადგენს 8638 კვ.მ. პროექტის დასრულების შემდეგ ამ გზით 670 სოფლის მკვიდრი და არაპირდაპირი გზით კი 3000- მდე ბენეფიციარი ისარგებლებს.

11076737_654483124684878_8274340555473694644_o (1)11161709_654483411351516_6767763377655808975_oაღნიშნული გზის რეაბილიტაციის შემდეგ ამ გზით მოსარგებლეების გადაადგილება გახდება უსაფრთხო, გაუმჯობესდება მათი სოციალური მდგომარეობა და პროექტის განხორციელებისას დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა. პროექტის ღირებულება შეადგენს 482.000 ლარს და სამუშაოები 10 დღეში დასრულდება.

სხვა ახალი ამბები: