ავოავარია ჭალადიდში სასწრაფო დახმარების გაუმართავმა მანქანამ გამოიწვია

0

saswrafoხობის რაიონული  საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების ბრიგადის სამი წევრი, მძღოლი ექიმი და მედდა სასწრაფო დახმარების ცენტრის მანქანის გაუმართავობის გამო ავტოავარიაში ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდთან მოჰყვა.

საინფორმაციო სააგენტოს საკუთარმა კორესპონდენტმა ავტოავარია ადგილზე დააფიქსირა. დამხმარე სასწრაფო დახმარების ბრიგადა ქალაქ ფოთიდან გამოიძახეს და მრავლობითი მოტეხილობით ხობის სასწრაფო დახმარების ცენტრის სამივე თანამშრომელი ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც მოგვიანებით გაირკვა ხობის სასწრაფო დახმარების ბრიგადა მორიგი  გამოძახებიდან ხობის რაიონის სოფელ ხორგიდან უკან ბრუნდებოდა. ავტოავარია წყვდიადმა და მანქანის გაუმართაობამ გამოიწვია.

”ამ ტრასაზე კვირაზე მეტია ლამპიონები არ ანთებულა და როგორც ხედავთ საშინელი წყვდიადია. არ ვიცი საიდან მოვიდა ამ დროს ტრასაზე ძროხა, მაგრამ სწორედ ამ შინაურმა ცხოველმა გადაუჭრა გზა ისედაც განადგურებული სასწრაფო დახმარების მანქანის მძღლოლს. მძღოლმაც ეტყობა საჭე ვერ დაიმორჩილა, რადგან ცოტა სწრაფადაც მოდიოდა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. მანქანა სამჯერ ამოტრიალდა. ჩვენ ვინს ქუჩაში ვიჯექით და ვნახეთ ეს საშინელი ავარია, არ გვეგონა თუ იქ ვინმე გადარჩა”-აცხადებს სოფელ ჭალადიდის მკვიდრი ილუშა შამათავა.

სასწრაფო დახმარების ექიმი თამარ მხეიძე და მძღოლი კახაბერ კვაშილავა ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია, თუმცა ისინი ისევ ფოთის საავადმყოფოში განაგრძობენ მკურნალობას.

სხვა ახალი ამბები: