ავრაამ შმულევიჩი: „აფხაზეთი კრიზისის ზღვარზეა, რომლის იქით სახელწიფოს დაშლაა“

0

th_648x364_shmuრუსული ინტერნეტ–გამოცემა „APN.ru“ (агентство политических новостей Института национальной стратегии РФ) ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ვითარებას ვრცელ სტატიას უძღვნის. მისი ანალიტიკოსი ავრაამ შმულევიჩი სადღეისოდ რეგიონში არსებულ გარემოს კრიტიკულად მიიჩნევს და მთელი რიგი აფხაზური პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ ერთობლივად მიღებულ დეკლარაციაზე ამახვილებს ყურადღებას. საინფორმაციო სააგენტო smo.ge მისი სტატიის თარგმანს უცვლელად გთავაზობთ:

„მიმდინარე წლის თებერევალში აფხაზეთი არასტაბილურობის ზღვარს მიუახლოვდა. 2013 წლის 28 თებერვალს  აფხაზეთის დედაქალაქში ოპოზიციური  ძალების  მასშტაბური მიტინგი გაიმართა, რომელზეც რამდენიმე მოთხოვნა გაისმა, პრეზიდენტის გადადგომის ჩათვლით. მას მერე ოპოზიციის გამოსვლები  არ ცხრება, პირიქით, მათი მასშტაბები იზრდება. რუსეთისგან განსხვავებით, აფხაზეთის ოპოზიცია ყველა ძირითად  პარტიას მოიცავს. სამწუხაროდ, ეს  არასტაბილურობა დე ფაქტო პრეზიდენტ ანქვაბის მიერ საფრთხედ არ აღიქმება და ოპოზიციამ ამ დრომდე ვერ მოახერხა, იგი   რაიმე  დათმობაზე  დაეყოლიებინა, ან  ოფნავ მაინც შეერყია მისი მთავრობა. სამწუხაროა, რადგან ქვეყანა  დღეს ღრმა კრიზისის მდგომარეობაშია. რუსეთის ფედერაციის პატრონაჟზე გადასვლის პროცესში აფხაზეთმა  რუს სამხედროებთან და ტრანშებთან ერთად,  რუსული პოლიტიკურ–ეკონომიკური სისტემის  „სუსტი  წერტილებიც“ მიიღო და პატარა  ქვეყნისთვის ეს ბევრად დიდ  პრობლემას წარმოადგენს, ვიდრე უზარმაზარი  რუსეთისთვის. 10 წლის  წინ  არაღიარებულ ქვეყანაში  ვითარება  კრიტიკული  კი  არა, უბრალოდ გაუსაძლისი იყო. არა მარტო 1990–იანები,  არამედ 2000–იანი წლების პერველი  ნახევარიც  ხასიათდებოდა მოსახლეობის  ცხოვრების იმდენად  დაბალი დონით,  რომ რიგითი მოქალაქე  ვერც  პენსიით და ვერც ოფიციალური  ხელფასით იარსებებდა. პენსიის  ოდენობა  შეადგენდა $1–2–ს,  საშუალო ხელფასი – $10–15–ს. ეს ბევრად დაბალი  იყო,  თუნდაც იმდროინდელ რუსეთთან  შედარებით, მაშინ, როდესაც ფასები  რუსეთზე მათალი იყო.  მცირე ვაჭრობა, ბოსტნის გაშენება და ფულადი დახმარება ნათესავებისგან ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მოსახლეობის უმრავლესობას  გადარჩენაში  დაეხმარა. აფხაზეთისთვის ეს ნგრევის, უმუშევრობისა  და  უფულობის  ეტაპი იყო. რესპუბლიკის მცხოვრელებს  ახსოვთ დრო, როდესაც  კანონმორჩილ მოქალაქეებს საღამოს, 20:00  საათის  შემდეგ ეშინოდათ ქუჩაში გავლა, როდესაც  ძარცვის რისკის შესამცირებლად  ერთი   ქალაქიდან  მეორეში გასამგზავრებლად  რამდენიმე  მანქანისგან  შემდგარ კოლონებს აგროვებდნენ, როდესაც ქალაქის ცენტრში ყუმბარმტყორცნების  გამოყენებით იმართებოდა  „გარჩევები“,ყოველ ზამთარს   სახლები, კვარტლები და  მთელი ქალაქებიც კი უშუქოდ, წყლის და გათბობის  გარეშე რჩებოდა. მკვლელობა, ქურდობა, ნარკომანია, კორუფცია, სრული დაუსჯელობა რიგით მოქალაქეს  სრულიად დაუცველს  ხდიდა, ძალოვანი  სამსახურების თანამშრომლებიც  კი დაშინებულები იყვნენ  იმ ყოვლისშემძლეთა მიერ, რომლებთანაც ბრძოლა ევალებოდათ. სწორედ 1990–იანებში რუსულენოვანი მოსახლეობის  ბინების  და  სახლების  მიტაცება  დამკვიდრდა. ამავე წლებში  ათასობით  პენსიონერი  გარდაიცვალა  შიმშილით და  მედიკამენტების არქონის  გამო. არც ერთ ამ მოვლენაზე არავის შეეძლო, ესაუბრა არც  პრესაში, არც ტრიბუნებიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში აგრესიული თავდასხმები  ელოდათ. ნებისმიერ  კრიტიკას უკმაყოფილებით პასუხობდნენ; ჟურნალისტებს, რომლებიც  ცდილობდნე,  წამოეწიათ  მწვავე  საკითხები, ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ და  მცირე  დროში  ქვეყნის  დატოვებასაც  აიძულებდნენ. ოპოზიციასთან დიალოგზე არც კი იყო  საუბარი. თავად სიტყვა  „ოპოზიციაც“ იმ  დროს პრაქტიკულად,  უცენზუროდ  ითვლებოდა. თუმცა 2013  წლის 10 ივლისს წამყვანი  პოლიტიკური  და საზოგადოებრივი ძალები აფხაზეთის  პოლიტიკური  პარტიებისა  და საზოგადოებრივი  მოძრაობების  საკოორდინაციო  საბჭოში გაერთიანდნენ. მასში, კერძოდ,  4 პოლიტიკური  პარტია („აფხაზეთის სამოქალაქო  გაერთიანების  ფორუმი“, პარტია  „ЭРА“, „სახალხო პარტია“ და „ერთიანი  აფხაზეთი“) და 5  საზოგადოებრივი ორგანიზაცია შევიდნენ. 22  ივლისს  საკოორდინაციო  საბჭომ  მიიღო დეკლარაცია, რომელშიც  ტოტალური და სიღრმისეული რეფორმირების აუცილებლობაზეა საუბარი. ანქვაბმა  დიალოგისთვის  მზადყოფნა  გამოთქვა, თუმცა დეკლარაციაში მოცემულ შეფასებებს არ დაეთანხმა  და „უპასუხისმგებლო განცხადებებად“ შეაფასა. დეკლარაციაში კი ვკითხულობთ შემდეგს: „მთავრობას  არ  სურს, გრძელვადიანი სოციალურ–ეკონომიკური  განვითარების  პროგრამა  შეიმუშავოს,  შედეგად  კი გაუზრებელ მიდგომებს ვაწყდებით  სახელმწიფოს  განვითარების  ყველა  სფეროში. ამიტომარ ვითარდება  ეკონომიკის  რეალური სექტორი, არ იქმნება  ახალი და  პირიქიტ  იხურება  საქარმოები, უმუშევრობამ  კი შრომისუნარიან  მსოახლეობაში  70%  მიაღწია. ქვეყანაში ელემენტარული მართლწესრიგი არ  არსებობს. სიცოცხლის და  საცხოვრებლის დაცულობის უფლებები  არ არის  გარანტირებული. ეს  პრობლემა საქმიან აქტიურობასა და ინვესტიციების  მოზიდვას მნიშვნელოვნად უშლის  ხელს. საკმარისია, გავეცნოთ აფხაზეთში დასვენების შესახებ ტურისტების მრავალრიცხოვან  კრიტიკულ გამოხმაურებებს და მივხდებით, რომ სახეზეა ჩვენი  ქვეყნის  ტურისტული მიმზიდველობის ნგრევა, ტურიზმი  კი, როგორც ცნობილია,  ჩვენი ეკონომიკის განვითარების საფუძვლად უნდა იქცეს. კორუფციამ აფხაზეთში იმდენად  სიღრმისეული და დიდი მასშტაბები შეიძინა, რომ  გარდაუვალ  ბოროტებად აღიქმება. ის ვითარდება  ისეთ სფეროებში, როგორიცაა მშენებლობა,  ბიუჯეტის ფორმირება, მედიცინა, განათლება,  სამართალწარმოება, დასაქმება და სხვა. და  ჩვენ ვერ  ვხედავთ მთავრობის  ვერც  ერთ მცდელობას, ებრძოლოს ამ სენს,  რომელმაც უკვე მთელი სახელმწიფო ორგანიზმი მოიცვა. ეს ჩვენი  სტრატეგიული პარტნიორებისთვისაც გახდა გასაგები. ამის  დასტურია, რუსეთის  საგარეო  საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ  ვებ–გვერდზე განთავსებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, „ ერთ–ერთ  ძირითად  ფაქტორად, რომელიც, რუსი ბიზნესმენების აზრით, ნაგატიურად მოქმედებს აფხაზეთის ბიზნეს–კლიმატზე, სახელმწიფო ორგანოების კორუმპირებულობაა.  სახელმწიფოს არ სურს  სოფლის  აღდგენის  პრობლემების გადაწყვეტა. სტატისტიკური  მონაცემების თანახმად, სოფლებში 114 000  ადამიანი  ცხოვრობს. სოფლის მეურნობაში  დასაქმებულთა რაოდენობა ბოლო 10 წლის განმავლობაში 10–ჯერ შემცირდა და  დღეს მხოლოდ 350 ადამიანს შეადგენს. სახეზეა სახელმწიფო  ქონების  ფლანგვა. ამის მაგალითია სოხუმის ჰესი, თავდაცვის სამინისტროს სანატორიუმი, სოხუმის წისქვილკომბინატი  და სხვა. მთავრობის ფინანსური  პოლიტიკა ქვეყანას გაკოტრებამდე მიიყვანს. ამის დასტურია 3 მლრდ რუბლის ოდენობის დაუბრუნებელი კრედიტები, საბანკო სექტორის ფაქტობრივი ნგრევა და კაპიტალმიმოქცევის საახლობლო წრეებში კონცენტრირება. პარლამენტის რატიფიკაციის  გარეშე  რეალიზებულია შეთანხმება საერთაშორისო  საექსპორტო  კრედიტზე, რკინიგზის აღდგენასა და  საბანკო  კრედიტზე. შედეგად, ქვეყანა იძულებულია, გადაიხადოს  კრედიტი  2 მლრდ 700 მლნ რუბლის ოდენობით ეკონომიკურად დაუსაბუთებელ პროექტში. ამასთან, გაურკვეველია, რის ხარჯზე იგეგმება ამ დავალიანების დაფარვა. მიუხედავად ამისა, დნესტრისპირეთში ნაციონალურმა  ბანკმა აიღო ახალი კრედიტი 250 მლნ რუბლის ოდენობით, რომელიც  ფინანსთა სამინისტრომ შიდა დავალიანებებს მოახმარა. ეკონომიკური კრიზისის ფონზე სახელწიფო  აპარატის ხარჯებიც მატულობს. 2006 წელთან  შედარებით,  ხარჯებმა  8 ჯერ, 12–დან 96 მლნ რუბლამდე  იმატა. მთავრობა  ძალიან უპასუხისმგებლოდ მოეკიდა სახელმწიფოს სამომავლო მშენებლობას  და ეკონომიკის  აღდგენას  ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერით. რუსეთის დამხარების უდიდესი ნაწილი  ისეთი  ობიექტების  აღდგენასა და მშენებლობაზე წავიდა, რომლებიც  ეკონომიკურ  შემოსავალს ვერ იძლევა. ამასთან, კონტროლის  პალატის  შემოწმების ოქმში მითითებულია შესრულებული  სამუშაოების  700 მლნ რუბლით ხელოვნურად გაზრდილი  ღირებულება. ყველაფერი  პარტნიორებსა  და მოკავშირეებს ჩვენდამი  ნდობას უკარგავს. სერიოზულ შეშფოთებას იწვევს  ჩვენში  საზღვრების მდგომარეობაც, განსაკუთრებით – მდინარე ინგურთან. რუსეთის ელიტური დანაყოფები თითქმის დაშლილია, რასაც წინდაუხედავ და არათანმიმდევრულ პოლიტიკად  მივიჩნევთ. გაურკვევლობას იწვევს  საქართველოსთან  დამატებითი  გამშვები პუნქტების მშენებლობა, რაც  მისეული „ჩართულობის“ ახალი პოლიტიკის წახალისებაა. ეს მხოლოდ მცირედი  ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რომელიც მთავრობის  გაუაზრებელი შიდა და საგარეო პოლიტიკის ფონზე გაჩნდა. დღევანდელი  მთავრობის სისტემა არ იძლევა   შესაძლებლობას, გადაუდებელი  საკითხები გადაიჭრას. ის  საჭიროებს ძირეულ  ცვლილებებსა და რეფორმირებას“.

სხვა ახალი ამბები: