ავტოავარიას ზუგდიდში ორი და და ერთი ძმა შეეწირა

0

3025patruli atwleuliაუდიო ინფორმაცია! [ca_audio url=”http://smo.ge/wp-content/uploads/orsantia.mp3″ width=”400″ height=”27″ css_class=”codeart-google-mp3-player” autoplay=”false”]

ზუგდიდში დღეს მომხდარ ავტოავარიას მარხულიების ოჯახი შეეწირა, რომლებიც გალის რაიონის სოფელ საბერიოდან დევნილები არიან და დროებით ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიაში ცხოვრობენ.

როგორც სოფელ ორსანტიის გამგებელმა ბესიკ მორგოშიამ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს განუცხადა ავტოავარიის შედეგად გარდაცვლილები მცხეთიდან მექორწილეთა მაყრიონს სოფელ ორსანტიისკენ მოყვებოდნენ. გარდაცვლილთაგან ორი და და ერთი ძმაა. მათთან ერთად ადგილზე გარდაიცვალა მეზობელი გიორგი ხაზალია, რომელიც ორსანიის მკვიდრია.მარხულიები 20-25 წლის ახალგაზრდები არიან, ხოლო გიორგი ხაზალია 23 წლისაა. გარდაცვლილები სოფელ ორსანტიაში რამდენიმე წუთის წინ გადაასვენეს.

სხვა ახალი ამბები: