ავტოავარიას ზუგდიდში 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

0

avariaზუგდიდიდს რაიონის სოფელ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. მერსედესის მარკის ავტომანქანა სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა. ავტოავარიას ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონაში მცხოვრები ჟვანიების ოჯახის ორი წევრი შეეწირა,  ოჯახის დიასახლისი მისი შვილი ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო 6 წლის შვილიშვილი ხელოვნურ სუნთქვაზეა ქუთაისის საავადმყოფოში. ექიმების განცხადებით მისი მდგომარეობა კრიტიკულია. ავტოავარიის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა მეზობელი მედიკო კარტოზიაც. მანქანაში მსხდომი შვიდი მგზავრიდან სამი ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილთა ცხედრები ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს, სადაც ამ წუთამდე სამედიცინო ექსპერტიზა უტარდებათ.

ავტოავარიის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება. წინასწარი ინფორმაციით მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. ასევე ცნობილი ხდება, რომ მერსედესის მარკის ავტომანქანა შამგონიდან დარჩელისკენ იეჰოვას მოწმეთა კონგრესზე დასასწრებად მიდიოდა. ჟვანიას ოჯახის წევრებს თავიანთი მეზობლებიც სწორედ იეჰოვას მოწმეთა კონგრესზე მიჰყავდათ.

შემთხვევა ზუგდიდის რაიონის სოფელ კახათში დაახლოებით საღამოს შვიდ საათზე მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ოპერატიული ჯგუფები.

სხვა ახალი ამბები: