ავტოავარიას ზუგდიდში 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

0

saswrafooooაუდიო ინფორმაცია! [ca_audio url=”http://smo.ge/wp-content/uploads/avtoavaria.mp3″ width=”400″ height=”27″ css_class=”codeart-google-mp3-player” autoplay=”false”]

რამდენიმე წუთის წინ ზუგდიდის რაიონის სოფელ ონარიასთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სენაკიდან ზიგდიდის მიმართულებით მიმავალი კია სპორტიჟის მარკის ავტომანქანა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიასთან დაეჯახა ოპელის მარკის ავტომანქანას, რომლის შედეგადაც ოპელის მარკის ავტომანქანაში მსხდომი ოთხივე ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. ავტოავარიის შედეგად მძიმედ დაშავდნენ კია სპორტიჯის მარკის ავტომანქანაში მსხდომი ადამიანებიც.

დაშავებულები ადგილზე მობილიზებულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზიგდიდის მრავალპროფილურ საავადმყოფო “რესპუბლიკაში” გადაიყვანა. ორი ადამიანი მოთავსებულია საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში, ერთს კი ამ წუთებში სასწრაფო ოპერაცია უტარდება. ექიმების განცხადებით ავტოავარიის შედეგად დაშავებული პაციენტების მდგომარეობა კრიტიკულია.

შემთხვევის ადგილზე მუშაობს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის საპატრულო და სამხარეო პოლიციის თანამშრომლები. წინასწარი ინფორმაციით ავარიის გამომწვევ მიზეზად გადაჭარბებული სისწრაფე სახელდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ოპელის მარკის ავტომანქანაში სავარაუდოდ მექორწილეები ისხდნენ. დაღუპულები ახალგაზრდები არიან, რომელთა ასაკი 20-დან 30 წლამდეა.

სხვა ახალი ამბები: