ავტოავარიას სოფელ ჭალადიდთან დედისა და ორი მცირეწლოვანი შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა

0

policeeავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სენაკი-ფოთის ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ ჭალადიდის მონაკვეთთან. გარდაიცვლილია 3 ადამიანი, დედა და მისი 3 და 5 წლის შვილები. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა დედას შვილები ბაღში მიჰყავდა და სავარაუდოდ, გზას კვეთდნენ.

ქალს ბავშვებთან ერთად მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. მანქანის მძღოლი (ფოთის საკრებულოს წევრის “ნაციონალური მოძრაობიდან” ვატული დარცმელიძის სიმამრია) მძიმე მდგომარეობაში ფოთის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.ავტომანქანის მძღოლი მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე საათში გულის შეტევით გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები გარდაცვლილებს ექსპერტიზას ქუთაისის საავადმყოფოში უტარებენ.

სხვა ახალი ამბები: