ავტოავარია ზუგდიდის ცენტრში

0

policia2ავტოავარია მოხდა ზუგდიდის ცენტრში პირველი საჯარო სკოლის წინ. ცენტრალურ გზაზე მიმავალი ტაქსის მძღოლი ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის წინ ამავე სკოლის მოსწავლეს დაეჯახა, რომელმაც სხეულის მძიმე ტრამვები მიიღო. საბედნიეროდ 11 წლის მოზარდი უბედურ შემთხვევას გადაურჩა. ის ამჟამად ზუგდიდის მრავალპროფილურ საავადმყოფო “რესპუბლიკას” რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

ექიმების განმართებით მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა, თუმცა სტაბლური. მას რამდენიმე წუთში სასწრაფო ოპერაციას გაუკეთებენ.

ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის მშობლები ქალაქის ხელმძღვანელობასა და  საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს სთხოვენ სასწრაფოდ იქნას ცენტრალური მაგისტრალის ის მონაკვეთი გადატანილი სკოლის უკანა მხარეს, რადგანაც ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სწორედ ამ მონაკვეთძე ხდება ავტოავარია.

სხვა ახალი ამბები: