ავტოასაგზაო შემთხვევას ფოთში მსხვერპლი მოჰყვა

0

3025patruli atwleuliაუდიო ინფორმაცია! [ca_audio url=”http://smo.ge/wp-content/uploads/AVTOAVARIA.mp3″ width=”400″ height=”27″ css_class=”codeart-google-mp3-player” autoplay=”false”]

რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა ქალაქ ფოთში მსხვერპლით დასრულდა. ფოთის მეშვიდე კილომეტრში ოპელის მარკის ავტომანქანა სავალი გზიდან გადავიდა და იქვე მდგარ ხეს შეეჯახა. ავტოავარიის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა 23 წლის ია ზარანდია და მისი მცირეწლოვანი შვილი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ერთი წელი შეუსრულდა. ამ წუთებში ქალაქ ფოთის შესასვლელთან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, რომელიც ავტოავარიის მიზეზებს ადგენს.

ფოთის საავადმყოფოშია გადაყვანილი გარდაცვლილის მეუღლე, რომელიც ავტომანქანას მართავდა. ექიმების განცხადებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სხვა ახალი ამბები: