ავტომანქანის სავალდებულო ტექდათვალიერება 2017 წლამდე არ ამოქმედდება

0

manqanebis teqdatvalierebaავტომანქანის სავალდებულო ტექდათვალიერება კვლავ გადაიდო. ცნობილი გახდა, რომ ის ნაცვლად 2015 წლის 1-ლი მარტისა, 2017 წლიდან ამოქმედდება. როგორც გაირკვა, აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ პრემიერ-მინისტრთან არსებული ეკონომიკური საბჭოს რეკომენდაციის შედეგად მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ავტომობილებზე სავალდებულო ტექდათვალიერება 2004 წელს გაუქმდა. მაშინ „საგზაო უსაფრთხოების შესახებ“კანონში გაკეთდა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ავტომანქანების ტექდათვალიერება 2013 წლის 1-ლი იანვრიდან უნდა განახლებულიყო. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, პარლამენტმა ე.წ. გამარტივებული წესით „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“კანონში ცვლილებების პროექტი დაამტკიცა.

დამტკიცებული კანონპროექტის თანახმად, ავტომობილები ტექდათვალიერებას, ნაცვლად 2013 წლის იანვრისა, 2014 წლის 1-ელ იანვრამდე დაექვემდებარებოდა. 2013 წლის 24 დეკემბერს, პარლამენტმა მხარი დაუჭირა ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, ტექდათვალიერების გავლის აუცილებლობა 2015 წლის 1 მარტან უნდა დაწყებულიყო.

სხვა ახალი ამბები: