ავტოსაგზაო შემთხვევამ ფოთში ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

0

avaria_6ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რამდენიმე წუთის წინ სენაკი-ფოთის ცენტრალურ მაგისტრალზე.სოფელ საგვიჩიოსთან “გოლფის” მარკის მსუბუქი ავტომანქანა სავალი ნაწილიდან გადავიდა და ე.წ ბორდიურს შეეჯახა. ავტოავარიის შედეგად ადგილზე დაიღუპა ერთი ადამიანი, ხოლო ავტომანქანაში მსხდომი სამი მგზავრი დაშავდა.

დაშავებულები ფოთის საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობით გადაიყვანეს. მკურნალი ექიმების განცხადებით სამივე მგზავრის ჯამრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და მიმდინარეობს ავტოავარიის გამომწვევი მიზეზების დადგენა. წინასწარი მონაცემებით ავტოავარია სიჩქარემ გამოიწვია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

სხვა ახალი ამბები: