ავტოსაგზაო შემთხვევას მარტვილში ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

0

_policia2ავტოსაგზაო შემთხვევას მარტვილის რაიონში ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე შეეწირა. წუხელ მარტვილის რაიონის სოფელ ნახარებაოში ოპელის მარკის ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

ავტოავარიის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება. ოპელის ავტომანქანის მძღოლი დაკავებულია. გარდაცვლილ ახალგაზრდა მამაკაცს მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

სხვა ახალი ამბები: