ავტოსაგზაო შემთხვევას სოფელ ხამისკურში ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

0

policia2რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ხობის რაიონის სოფელ ხამისკურთან. მერსედესის მარკის ორი ავტომანქანა ერთმანეთს სოფლის ტერიტორიაზე მდებარე ციხესიმაგრე ჯიხასთან ერთმანეთს შეეჯახნენ. ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ერთი, მცირეწლოვანი ბავშვი მძიმე მდგომარეობით ზუგდიდის მრავალპროფილურ საავადმყოფო “რესპუბლიკაშია” გადაყვანილი. დაშავებული სამი ადამიანიც ზუგდიდის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. ავარიის შედეგად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.

 

სხვა ახალი ამბები: