ავტოსაგზაო შემთხვევას სოფელ ჭალადიდში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

0

avto1ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში. ფოლცვაგენის მარკის ავტომანქანა, რომელიც ფოთის მიმართულებით გადაადგილდებოდა ხეს შეეჯახა. ავტომანქანის მძღოლი, 50 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც გაირკვა შუახნის მამაკაცი ოზურგეთის რაიონის მკვიდრია.

გარდაცვლილს სამედიცინო ექსპერტიზა ქუთაისში ჩაუტარდა, რის შემდეგაც ის საკუთარ სახლში იქნა გადასვენებული. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. avto2avto3ავარიის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება, რის გამოც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.

აღნიშნულ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

სხვა ახალი ამბები: