ავტოსაგზაო შემთხვევა სენაკის რაიონის სოფელ თეკლათში

0

დღეს, დილის საათებში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სენაკის რაიონის სოფელ თეკლათში. მიკროავტობუსი რომელიც ზუგდიდის მიმართულებით მოძრაობდა უცხოური მარკის მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა. 1avავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და იქვე, წყალგამტარ არხში ჩავარდა.

ავტოავარიის შედეგად მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი და ერთი მგზავრი დაშავდა. დაშავებულები სენაკის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მკურნალი ექიმების განცხადებით მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ავტოავარიის გამომწვევ მიზეზებს სამართალდამცავები ადგენენ.