ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთში:-მდინარე რიონში მიკროავტობუსი გადავარდა

0

patruliქალაქ ფოთში მდინარე რიონთან მსუბუქი ავტომანქანა მდინარეში გადავარდა. მიკროავტობუსში ხობის რაიონის ერთ-ერთი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები ისხდნენ, რომლებსაც სკოლის დამთავრება ბანკეტით ფოთში უნდა აღენიშნათ. გვიან ღამით შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო რაზმები და საპატრულო პოლიცია. ავტოავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.მანქანა მდინარიდან ამოყვანილია.

საპატრულო პოლიციის ინფორმაციით ავტოავარია ძლიერმა დამუხრუჭებამ გამოიწვია, რის შემდეგაც ავტომანქანა მოცურდა, გზაზე ამოტრიალდა და მდინარეში გადავარდა.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით ავტომანქანის მძღოლის მიმართ ადმინისსტრაციული სანქციები განხორციელდება.

სხვა ახალი ამბები: