ავტოსაგზაო შემთხვევა ხობში

0

10675699_779702575424451_7962042417076936339_nრამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ხობის მუნიციპალიტეტში. ხობის სოფლების, ნოჯიხევისა დაბიას საავტომობილო მაგისტრალზე ოპელის მარკის ავტომანქანა საპირისპირო მიმართულებით მომავალ ავტომანქანას შეეჯახა. ავტოავარიის შედეგად ხუთი ადამიანია დაშავებული. ხუთივე დაშავებული ზუგდიდის მრავალპროფილურ საავადმყოფო “რესპუბლიკაშია” გადაყვანილი.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები. ავტოავარიის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება. რაც შეეხება დაშავებულების მდგომარეობას, ექიმების განცხადებით მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ.

სხვა ახალი ამბები: