ავტო-შოუს მეორე დღე ზუგდიდში და რალში მონაწილე სოფლის მეურნეობის მინისტრი

0

11667326_449671698544123_8530031002256165072_nზუგდიდში, ინგირის აეროპორტის ტერიტორიაზე დღეს ავტო-მოტო შოუს ბოლო. დასკვნითი დღეა. დღევანდელი დღე მთლიანად ავტომოყვარულებს ეთმობათ. განსაკუთრებული დღე კი იმითია, რომ ავტო-მოტო შოუს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ესწრებიან.

11071568_811606065604091_4687530806508276662_n11216809_811606508937380_7954039763556865726_n11716003_1005362879475437_372691241_n11700856_1430290787297556_1491481183556463619_o11695457_950087785034582_5217916584412122360_n11722064_691386944327829_6083459061266460683_o11539253_482494031926858_1675885371804994151_o11722267_482494035260191_8868183654097224942_o11112751_482494125260182_3927256712147589848_o11667324_482494015260193_4441449159557814750_n11218897_449671895210770_1259682203241307590_n19026_449670418544251_3874953293336931344_nსოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ავტო რალში უშუალო მონაწილეობაც მიიღო და ის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში პროექტების კოორდინატორს, ასევე “Western Drivers Club”-ის დამფუძნებელს  დავით კოდუას შეეჯიბრა. დღევანდელი შოუ სიმბოლურად სწორედ ამით გაიხსნა. საბოლოოდ კი მხოლოდ მეგობრობამ გაიმარჯვა. შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ცნობილი ავტომოყვარულია.

ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა. მან მოიწონა სამეგრელოს წამოწყება და აღნიშნა, რომ მსგავსი სახის ღონისძიებები საქართველოს ყველა რეგიონში უნდა ტარდებოდეს. მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა სამეგრელოს გუბერნატორს, ლევან შონიას გადაუხადა.

შეგახსენებთ, რომ შეჯიბრის ორგანიზატორი „Western Drivers Club – სამეგრელო“-ა. ღონისძიება სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახლემწიფო რწმუნებულის აპარატის მხარდაჭერით ტარდება. შეხვედრის სპონსორები „ვისოლი“, „კოკა-კოლა“ და „სოკარი – ყულევის ნავთობ ტერმინიალი“ არიან.