ავღანეთში დაღუპული ერთ-ერთი ჯარისკაცი წალენჯიხის მკვიდრია

0

avRanetiავღანეთში გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურე ვლადიმერ შანავა წალენჯიხის მკვიდრია. 27 წლის ლადო წალენჯიხის ხელმოკლედ  ცხოვრობს. როგორც მეზობლები აცხადებენ ვლადიმერი უკვე მეორედ გაემგზავრა ავღანეთში და ის რამდენიმე თვეში უკან ბრუნდებოდა. მეზობლებმა, ახლო ნათესავებმა და თავად გარდაცვილილის ოჯახმა ავღანეთში მომხდარი ფაქტის შესახებ ტელევიზიის საშუალებით გაიგეს.

“რა გითხრათ შვილო, ჩვენი უბნის უპატიოსნესი და ყველაზე თბილი ახალგაზრდა ბიჭი იყო. მთელი ქუჩა ლადოს დადებითად ახასიათებს, მაგრამ მოხდა საშინელი ამბავი.  არ ვიცით რითი ვანუგეშოთ რევაზ შანავას ოჯახი. ლადოს კიდევ ყავს ერთი ძმა ბაჩანა შანავა, მაგრამ მშობლებისთვის ეს ნუგეში არ არის. ჩვენ კი ვამაყობთ ლადოთი, რადგანაც ის გმირია.”-აცხადებენ ვლადიმერ შანავას მეზობლები.

შგახსენებთ, რომ ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში სამი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. არიან დაჭრილებიც. საგანგებო ბრიფინგზე თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ შემთხვევა ჰელმანდის პროვინციაში, ბაზა „შირგაზზე“ 16:17 საათზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბაზაზე, სადაც 42-ე ბატალიონია დისლოცირებული, თვითმკვლელმა ტერორისტმა და მეამბოხეთა ჯგუფმა იერიში მიიტანა. ძლიერი აფეთქების შედეგად ტერორისტთა 5-კაციანი ჯგუფი ბაზაზე შეიჭრა. ქართველმა სამხედროებმა თავდასხმა მოიგერიეს და ყველა ტერორისტი ადგილზე გაანადგურეს. მინისტრის თქმით, უკვე მიღებულია უსაფრთხოების საგანგებო ზომები.

სხვა ახალი ამბები: