ავღანეთში 5 ჯარისკაცი დაიღუპა, 2 დაკარგულად ითვლება

0
avganeti “Facebook”-ში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის  კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის სამძიმრის წერილი გავრცელდა, რომელიც ქართველ ხალხს ავღანეთში ახალი დანაკარგის გამო უსამძიმრებს.
“ეს არის საშინელება და უფრო მეტიც, ასე მალე წინა შემთხვევებისგან! სრულ სოლიდარობას გიცხადებთ ნატო–ს მხრიდან”, – წერს აპატურაი.
21:00 საათზე თავდაცვის სმაინისტროში სპეციალური ბრიფინგი გაიმართება. სავარაუდოდ, საუბარი სწორედ ავღანეთში განცდილ მორიგ მსხვერპლს შეეხება.
“პირველი რადიოს” ინფორმაციით, ავღანეთში ქართულ სამხედრო ბაზაზე დღეს თალიბების მორიგი შეტევა განხორციელდა, რომლის დროსაც 5 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა, 2 კი დაიკარგა.
თავდაცვის სამინისტროს პრეს–სამსახური ჯარიკსაცების დაღუპვის ფაქტს ადასტურებს, თუმცა მათ რაოდენობას არ აკონკრეტებს.

სხვა ახალი ამბები: