აზარალა თუ არა დავით ბელქანიამ სახელმწიფო ბიუჯეტი?!

3

64139_401083969988821_471718742_nსაინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს სანდო წყაროს ინფორმაციით  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ბელქანიამ კანონის უხეში დარღვევით ადგილობრივ ბიუჯეტს  დიდი რაოდენობით ზარალი მიაყენა.

წყაროს ინფორმაციით საქმე ეხება წალენჯიხის პარკის კეთილმოწყობასა და მშენებლობას, რომელიც გასული წლის ნოემბრის თვეში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ეს პროცესი საკრებულოს თავმჯდომარის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით 5 თვით გადავადდა. შესაბამისად კი სამშენებლო კომპანიას ჯარიმის სახით უნდა გადაეხადა სიმბოლური თანხა, რომელიც ადგილობრივ ბიუჯეტს შეავსებდა.

“ბელქანიას საერთოდ არავისთვის უკითხავს, რომ პარკის მშენებლობას აჩერებდა და გადავადება იყო მოსალოდნელი. არცერთ საკრებულოს წევრს ამის შესახებ უბრალო შეტყობინებაც კი არ მიუღია. ბელქანია საერთოდ ასეა, ერთპიროვნულად მართავს წალენჯიხას, მაგრამ ამ შემთხვევაში მან სახელმწიფო ბიუჯეტსაც დააკლო თანხები რაც თავისთავად დანაშაულია. დროა ეს საქმე გადაიხედოს და  შესაბამისი რეაგირებაც მოყვეს ამას”-აცხადებს smo.ge-ს წყარო.

წალენჯიხის პარკის მშენებლობის გადავადებას ადასტურებს წალენჯიხის მუნიციაპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო განყოფილების უფროსი კორნელი კვარაცხელია. მისი განცხადებით დავით ბელქანიამ ეს გადაწყვეტილება საკრებულოს წევრების დაუკითხავად მართლაც მიიღო, თუმცა აქვე იმასაც აღნიშნავს, რომ ბელქანიას ამის უფლებაც ჰქონდა. კორნელი კვარაცხელიას განცხადებით აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით არსებული შესაბამისი მასალები წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბუღალტერიაში ინახება.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge უახლოეს დღეებში გამოითხოვს არსებულ მასალებს და აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჟურნალისტურ გამოძიებას დაიწყებს.

სხვა ახალი ამბები: