აზერბაიჯანელმა უფლებადამცველებმა ზუგდიდში შეხვედრა გამართეს

0

nonaaa

[ca_audio url=”http://smo.ge/wp-content/uploads/Shexvedra-azerbaijanel-uflebadamcvelebTan.mp3″ width=”400″ height=”27″ css_class=”codeart-google-mp3-player” autoplay=”false”] დღეს ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში აზერბაიჯანელმა უფლებადამცველებმა შეხვედრა გამართეს. მეზობელი ქვეყნის უფლებადამცველები საქართველოში ვიზიტის ფარგლებში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებურ პირთა მდგომარეობას გაეცნენ. აზერბაიჯანელ კოლეგებს ზუგდიდში მასპინძლობა გაუწიეს არასამთავრობო ქსელ “სინერგიას” წარმომადგენლებმა.

„აზერბაიჯანში, ჩვენგან განსხვავებით დევნილები გაცილებით უფრო პასიურები არიან და ნაკლებად არიან ჩართულები საზოგადოებრივ ორგანიზაციებში. ჩვენთვისაც კარგია, რომ ჩვენს სამუშაოს შევხედავთ უცხო თვალით და მათ გამოცდილებასაც გარკვეულწილად გავითვალისწინებთ“, -განაცხადა ადგილობრივ მედიასთან საუბარში ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ნინო კალანდარიშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია “დევნილი ქალები საკუთარი უფლებების დასაცავად” ლიდერმა ნონა უბილავამ განაცხადა, რომ მათი აზერბაიჯანელი კოლეგები უფრო ახლოს გაეცნობიან დევნილთა საცხოვრებელ პირობებს. აქედან გამომდინარე ისინი მოინახულებენ დევნილთა კომპაქტურად ჩასახლებულ ობიექტებს. უბილავას განცხადებით ისინი დაათვალიერებენ ქართულ-აფხაზურ ადმინისტრაციულ საზღვარს ენგურის ხიდზე.

არასამთავრობო სექტორთან ერთად დღევანდელ შეხვედრას აფხაზეთის დევნილი მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის თანამშრომლები და ახალი ხელმძღვანელი ოთარ გოგოხიაც დაესწრნენ.

სხვა ახალი ამბები: