აზერბაიჯანში დღეს პრეზიდენტს ირჩევენ

0

archevnebiაზერბაიჯანში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. პოლიტოლოგებისა და მოსახლეობის უმრავლესობა თანხმდება, რომ მესამე ვადით ქვეყნის პირველი პირის სტატუსს ისევ ილჰამ ალიევი მოიპოვებს. წინასწარი სოციოლოგიური კვლევების თანახმად, ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს 80 პროცენტი მხარდაჭერა აქვს. მეორე ადგილს კი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ჯამილ ქასანლი იკავებს. საარჩევნო უბნები, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე გაიხსნა და საღამოს 19.00 საათამდე იმუშავებს.

არჩევნებში ხმის მიცემის უფლება აზერბაიჯანის 5,141 მილიონ მოქალაქეს აქვს.
აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები ხუთ წელიწადში ერთხელ იმართება. კანონის თანახმად, არჩევნებში მონაწილეობა აზერბაიჯანის ყველა იმ მოქალაქეს შეუძლია, ვისაც უმაღლესი განათლება აქვს, არ არის ნასამართლევი, არ აქვს ორმაგი მოქალაქეობა და ქვეყანაში 10 წელზე მეტია ცხოვრობს.

სხვა ახალი ამბები: