აკაკი დარჯანია თუ სამსონ კუტალია? :- ვინ გახდება ფოთის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე?

0

2014-07-07_120457ჯერჯერობით გაურკვეველია როდის გაიმართება ქალაქ ფოთის საკრებულოს მორიგი სხდომა, სადაც საკრებულოს ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიონ. საკრებულოს თამჯდომარის, ოთარ ხარჩილავას იმპიჩმენტის გზით გადაყენების შემდეგ აქტიურად მიმდინარეობს კონსულტაციები მმართველ პარტიაში იმის შესახებ, თუ ვინ უნდა ჩაანაცვლოს ოთარ ხარჩილავა.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს წყაროს ცნობით, ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ორი კანდიდატურა განიხილება. ორიდან ერთ-ერთს საკრებულო სავარაუდოდ უმრავლესობით მხარს დაუჭერს. ქალაქ ფოთის თვითმმართველი ორგანოს თავკაცად შესაძლოა ფოთის ყოფილი მერი აკაკი დარჯანია ან საბაჟო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი და “ქართული ოცნების” წევრი სამსონ კუტალია წარადგინონ, თუმცა ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია. სხვა და სხვა წყაროები ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე მესამე,ალტერნატიულ კანდიდატურასაც განიხილავენ. მესამე კანდიდატურა კი ფოთის საკრებულოს წევრი ალექსანდრე თოფურიაა, რომელიც სხვა და სხვა დროს ფოთის მერის თანაშემწეც იყო და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეც.

ამ დროისთვის უცნობია შეემატება თუ არა საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატთა სიას კიდევ სხვა კანდიდატები. ამ დროისთვის ასევე უცნობია მორიგი სხდომის გამართვის დრო და რიცხვიც.

 

სხვა ახალი ამბები: