“აკვაფონის” დირექტორი ოკუპირებული აფხაზეთის ვიცე-პრემიერი გახდა

0

289712_110801689038086_758339110_oოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმად ე. წ. მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები განხორციელდა.

ოკუპირებული აფხაზეთის ერთ-ერთ ვიცე-პრემიერად დიმიტრი სერიკოვი დაინიშნა. მანამდე ის ,,აკვაფონის” გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა.

ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა ადგურ არძინბამ დაიკავა, რომელიც მანამდე ხაჯიმბას ადმინისტრაციის ეკონომიკის დეპარტამენტის უფროსი იყო.  სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტი კი თემურ ეშბას ერგო. იგი 2011-დან 2014 წლამდე გულირიფშის რაიონის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა.