ალასანიას ნატოს მაღალჩინოსნები ტელეფონით დაუკავშირდნენ

0

alasaniaსაქართველოს თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ალასანიას ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის შემდეგ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუ და ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი დაუკავშირდნენ და სამძიმარი გამოუცხადეს. ალასანიას, რომელიც ამ დრომდე ავღანეთში იმყოფება სატელეფონო საუბარში
სამძიმარი ევროპის გაერთიანებული სარდლობის ხელმძღვანელმა, გენერალმა ფილიპ მარკ ბრიდლავმაც გამოუცხადა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნატოსა და ამერიკის სამხედრო მაღალჩინოსნებმა ღრმა მწუხარებას გამოთქვეს მომხდარი ტრაგედიის გამო და მადლობა გადაუხადეს საქართველოს თავდაცვის მინისტრს იმის გამო, რომ აუნაზღაურებელი დანაკარგის მიუხედავად, ქართველი სამხედროები კვლავ ვაჟკაცურად განაგრძობენ საერთაშორისო მისიის შესრულებას ავღანეთში.

სხვა ახალი ამბები: