ალა პუგაჩოვა თბილისში საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

0

allaaaრუსული ესტრადის პრიმადონა ალა პუგაჩოვა საქართველოს შემოდგომის შუა რიცხვებში ეწვევა. კულტურის პალატის წარმომადგენელის, დავით ოქიტაშვილის განცხადებით რუსული ესტრადის მეგა ვარსვკლავი თბილისში საქველმოქმედო კონცერტს სავარაუდოდ ოქტომბრის შუა რიცხვებში გამართავს.

“ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება, აქტიური მზადება მიმდინარეობს აღნიშნულ კონცერტთან დაკავშირებით და ქართველ მაყურებელს ძალიან ლამაზი საღამო ელოდებათ წინ”, – აცხადებს დავით ოქიტაშვილი.

შეგახსენებთ, რომ რუსული ესტრადის ვარსკვლავმა პირველად საქართველოში 1979 წელს იმღერა.

 

სხვა ახალი ამბები: