ალექსანდრე ანქვაბი დიტერ ბოდენს შეხვდა

0

previewგაერო-ს გენერალური მდივნის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში დიტერ ბოდენი აფხაზეთის თვითგამოპცხადებული რესპუბლიკის  პრეზიდენტს, ალექსანდრე ანქვაბს შეხვდა, – ამის შესახებ აფხაზური მედია იტყობინება.  მათი ინფორმაციით, დიტერ ბოდენმა ანქვაბს მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თვალს ადევნებს აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-აფხაზეთის ურთიერთობებს. ალექსანდრე ანქვაბმა აღნიშნა, რომ აფხაზეთი საქართველოს ახალი ხელისუფლებისგან საკვანძო საკითხებზე პოზიციების ცვლილებას არ ელის.
“თავიდან უნდა მოხდეს ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერა, თუმცა, ამის პერსპექტივებს ჯერ ვერ ვხედავ”,-აღნიშნა ანქვაბმა.
შეხვედრის ბოლოს, ანქვაბმა ბოდენი აფხაზეთში დასასვენებლადაც დაპატიჟა.
აღსანიშნავია, რომ აფხაზეთში გამგზავრებამდე, დიტერ ბოდენი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.

სხვა ახალი ამბები: