ალექსანდრე ანქვაბი და ე.წ “ATC” გალში მცხოვრებ ქართველებს ატერორებენ

0

TERORIაფხაზეთის თვითაღიარებულ რესბუბლიკაში მდგომარეობა დღითიდღე იძაბება. როგორც ადგილობრივები, ეთნიკურად ქართველები საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთან სატელეფონო საუბარში აღნიშნავენ აფხაზეთში უახლოეს მომავალში მოსალოდნელია ბუნტი, რომელიც დროდადრო მწიფდება. ბუნტი და არეულობა აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში შეიძლება  მძიმე სოციალურმა პირობებმა გამოიწვიოს და ხალხმა პრეზიდენტისა და მთავრობის დაუყონებლივ გადადგომა მოითხოვოს.

“გალის რაიონში თითქმის მთალი დღის განმავლობაში არ მოგვეწოდება ელექტროენერგია, მაგრამ მიუხედავად ამისა გადასახადი მოგვდის კატასტროფულად გაბერილი. ადგილობრივ გლეხს არ შეუძლია ამის გადახდა, მაგრამ ის მაინც იძულებული ხდება გადაიხადოს რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს. გარდა ამისა, აქ ხელფასები ძალიან დაბალია, არის დასაქმების პრობლემები,საზღვარზე კონტროლი ძალიან გამკაცრდა და უბრალო გლეხს არ შეუძლია სოფელში მოყვანილი პროდუქცია გაიტანოს და გაყიდოს, შიდა ბაზარი კი თითქმის უმოქმედოა, რადგანაც ფულის ბრუნვა საერთოდ არ ხდება. ის ობიექტები, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, ყველა რუსეთმა იყიდა და ჩვენთვის მიუწვდომელია, არ არსებობს ნორმალური სამედიცინო მომსახურეობა. ეს ყველაფერი ერთმანეთს ემატება, რამაც თავისუფლად შეიძლება გამოიწვიოს სოციალური აფეთქება,”-აცხადებს გალის მკვიდრი ე.ხ

ის, რამაც ბუნტი შეიძლება გამოიწვიოს აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში, პოლიტიკური სიტუაციის დაძაბვაცაა. გალის ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დიდი ნაწილი ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას მხარდამჭერია. ეს ტენდენცია თვითაღიარებულ რესპუბლიკაში ჯერ კიდევ წინა საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში გამოიკვეთა, როდესაც სერგეი შამბა ალექსანდრე ანქვაბის ძლიერი კონკურენტი იყო.

აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში ამომრჩეველთა დიდი ნაწილი სწორედ გალის რაიონშია. გალის რაიონი ყოველთვის წყვეტდა არჩევნებში საბოლოო შედეგს. გალში მცხოვრებთა 75 პროცენტმა წინა საპრეზიდენტო არჩევნებზეც სწორედ სერგეი შამბას დაუჭირა მხარი, თუმცა უცებ ყველაფერი შეიცვალა და გალიდან წასული ხმათა უმრავლესობა ალექსანდრე ანქვაბის სასარგებლოდ გადანაწილდა, რბილად რომ ვთქვათ საპრეზიდენტო არჩევნები ალექსანდრე ანქვაბმა სათავისოდ გააყალბა.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს სანდო წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით გალში სერგეი შამბას მხარდამჭერები ახლა უფრო გამრავლდნენ, ვიდერე ეს იყო საპრეზიდენტო არჩევნებამდე. ამის გამო ალექსანდრე ანქვაბის სპეციალური მითითებითა და ბრძანებით თვითაღიარებული რესპუბლიკის ანტი ტერორისტული ცენტრი (ATC) თავდასხმებს აწყობს უშუალოდ გალის რაიონში. ეს თავდასხმები ძირითადად ხალხის დაშინებისთვის არის გამიზნული. ბოლო ასეთი საქხის თავდასხმა გალის რაიონში, კერძოდ კი ენგურის ხიდიდან 150 მეტრის დაშორებით მოხდა. თავდასხმისას ორი ადამიანი მძომედ დაშავდა, ხოლო ერთი, სოფელ საბერიოს მკვიდრი თამაზ გამისონია შემთხვავის ადგილიდან გაუჩინარდა. აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ სამართალდამცავები დღეს დილამდე უარყოფდნენ, რომ მათთვის რაიმე მაინც იყო ცნობილი გამისონიას გაუჩიმარების ან თუნდაც თავდასხმის შესახებ.

თამაზ გამისონია სოხუმში, თვითაღიარებული რესპუბლიკის უშიშროების ერთ-ერთ იზოლატორში აღმოჩნდა. მისი დაკავების მიზეზებს არავინ არ ასახელებს, თუმცა გამისონიას დაკითხვა უშიშროების ე.წ სამინისტროში დღემდე მიმდინარეობს. SMO.GE-ს წყაროს ცნობით თამაზ გამისონიას ნათესავებმა არ იციან თუ რასთან დაკავშირებით არის მათი ოჯახის წევრი დაკავებული. სოხუმის უშიშროებაში გამისონიას დაკითხვას არ ესწრება მისი ადვოკატიც, რადგან ამის უფლება არ მისცეს.

“ნამდვილად არ ვიცით დაკავების მიზეზი. თავდასხმა მოსხდა ნიღბიანების, სადაც თამაზის ბიძაშვილი მძიმედ დაშავდა და კიდევ მისი მეზობელი, თვითონ თამაზი კი შემთხვავის ადგილიდან გაიტაცეს. გატაცების წუთიდან მივმართეთ მილიციას, რომელიც ეძებდა ჯერ უშიშროებაში, შემდეგ ATC-ში, მაგრამ ყველა უარყოფდა მის დაკავებას და აცხადებდნენ, რომ მათ არაფერი იციან ამის შესახებ. ერთადერთი რაც შეიძლება ვივარაუდოთ არის ის, რომ გალის რაიონში ალექსანდრე ანქვაბის პირადი დაჯგუფება ებრძვის ე.წ “შამბისტებს”. თამაზის უშიშროების იზოლატორში ყოფნის შესახებ სრულიად შემთხვავით გავიგეთ და გამომდინარე აქედან ადვოკატიც ავიყვანეთ სოხუმში, თუმცა თამაზისთან არც ადვოკატი შეუშვეს და არც ჩვენ განგვიმარტეს მისი დაკავების მიზეზები. გვაქვს ინფორმაცია, რომ თამაზი მუდმივად იკითხება უშიშროებაში, თუმცა ადვოკატის გვერდის ავლით,”-აცხადებენ თამაზ გამისონიას ნათესავე

გალის რაიონის სოფელ საბერიოს მკვიდრი თამაზ გამისონია ენგურჰესში მოშაობდა, თუმცა ის აფხაზურმა მხარემ ათი დღით ადრე მოხსნეს. მისი ნათესავების განცხადებით გამისონიას გალში მცირე ბიზნესიც ჰქონდა, რომელიც ენგურჰესიდან გათავისუფლების შემდეგ ჩამოართვეს. ბოლოს კი თამაზ გამისონიაზე თავდასხმაც განახორციელეს და მასთან ერთად მყოფ პირებზეც შური იძიეს.როგორც გალის რაიონში მცხოვრები ქართველები ამბობენ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დე-ფაქტო პრეზიდენტის, ალექსანდრე ანქვაბის დაქვემდებარებაში მყოფი ანტი ტერორისტული ცენტრი გალის რაიონში შემოდის ოჯახებში, სხვადასხვა ობიექტებზე და არბევს. ამის მიზეზად ანქვაბის პირადი ინტერესები სახელდება. დე-ფაქტო პრეზიდენტს განზრახული აქვს ურჩი ქართველების დაშინება და დასჯა, რომლებიც მხარს სერგეი შამბას უფრო უჭერენ ვიდრე მას. გალის რაიონში არ გამორიცხავენ, რომ სოციალურ ფონთან ერთად დიდი ბუნტი აფხაზეთში ბოლო დროს გახშირებულმა თავდასხმებმა და ტერორმაც გამოიწვიოს. და თუ ასე მოხდა, მოვლენები უმართავი გახდება, რაც ალექსანდრე ანქვაბის პრეზიდენტობის ვადას დროზე ადრე დაუსვამს წერტილს და მის ადგილს სწორედ სერგეი შამბა დაიკავებს.

სხვა ახალი ამბები: