ალექსანდრე ანქვაბი თანამდებობიდან გადადგა

0

annnqqqvvvaaabbbაფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ “იტარ-ტასი” იუწყება. “ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით, აფხაზეთის კონსტიტუციის 65-ე მუხლის თანახმად, გადავდექი აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობიდან. ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ, შეინარჩუნეთ სამოქალაქო მშვიდობა და მოგიწოდებთ ჩაატაროთ საპრეზიდენტო არჩევნები მშვიდ ვითარებაში”, – ნათქვამია ხალხისადმი ანქვაბის მიმართვაში.

 დღის პირველ ნახევარში დეფაქტო პრემიერი და ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი ანქვაბის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებდნენ. 

სხვა ახალი ამბები: