ალექსანდრე ანქვაბი: ” საქართველო ის სახელმწიფოა, რომლისგანაც საფრთხე მოდის”

0

anqvabაფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი მიიჩნევს, რომ დღეისათვის საქართველო ის სახელმწიფოა, რომლისგანაც საფრთხე მოდის. ამის შესახებ აფხაზური საინფორმაციო სააგენტო „აპსნიპრესი“ იტყობინება.

ანქვაბმა ეს განცხადება გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში, გაეროს მუდმივ კოორდინატორ ჯეიმი მაკგოლდრიკთან და კონფლიქტების პრევენციის ბიუროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა. მისი თქმით, ე.წ. გამშვები პუნქტები არა მხოლოდ იმისთვის გაიხსნა, რომ გალის რაიონის ნაწილის მოსახლეობას გადაადგილება გაუიოლდეს, არამედ “საზღვრების დასაცავადაც”.

„დღეისათვის ჩვენთვის საქართველო ის სახელმწიფოა, რომლისგანაც საფრთხე მოდის. გულუბრყვილობა იქნებოდა, მიგვეჩნია, რომ გამშვები პუნქტები საზღვრებზე მხოლოდ კანონმორჩილი მოქალაქეების გადაადგილებისათვის გაკეთდა. სამწუხაროდ, ქართული მხრიდან შეიარაღებული ჯგუფების გადმოსვლის ფაქტები კვლავაც აღირიცხება, რომლებამც ბოლო თვეებში გალის რაიონის სამი მცხოვრები გაიტაცეს და ისინი საქართველოს ტერიტორიაზე გადაიყვანეს“, –– აღნიშნა ალექსანდრ ანქვაბმა.

მისი მოსაზრებით, უცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების ფორმატი შეიცვალოს.

“აფხაზეთისთვის ჰუმანიტარული დახმარებების გადაცემის ფაზამ დიდი ხანია ჩაიარა. თუ საერთაშორისო ორგანიზაციები მზად არიან დაეხმარონ აფხაზეთს ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის აღდგენაში, მოდით, ამაზე ვილაპარაკოთ, ან ავიღოთ ტაიმ-აუტი ურთიერთობებში”, –– განაცხადა ალექსანდრ ანქვაბმა.

სხვა ახალი ამბები: