ალექსანდრე ანქვაბს ექიმებმა “ჰიპერტონიული კრიზისი” დაუდგინეს

0

preview ankvabაფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი საავადმყოფოშია. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზური საინფორმაციო სააგენტო ,,აფსნიპრესი“ ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, გუშინ პოლიტიკური პარტია “ამცახარასა” და საზოგადოების წარმომადგენლებთან მრავალსაათიანი შეხვედრისას ანქვაბმა თავი შეუძლოდ იგრძნო. მას პირველადი დახმარება სასწრაფო დახმარების ბრიგადამ აღმოუჩინა და სტაციონარული მკურნალობის რეკომენდაცია მისცა.

ანქვაბი საავადმყოფოში დამოუკიდებლად მივიდა, რის შემდეგაც მისი ჰოსპიტალიზება კარდიოლოგიურ განყოფილებაში განხორციელდა.

მას ექიმებმა ,,ჰიპერტონიული კრიზისი“ დაუდგინეს.

ამჟამად, ანქვაბის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

სხვა ახალი ამბები: