ალექსანდრე თოფურია “სოკარ ჯორჯია გაზის” წარმომადგენელს შეხვდა

0

10690168_923061134373534_8251734288497437392_nზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად გაიზარდა ქალაქის მოსახლეობის დაინტერესება გაზიფიცირების საკითხთან დაკავშირებით.მოსახლეობის ამ პრობლემების მოსაგვარებლად და გასაუმჯობესებლად ქვეყნის მასშტაბით ახალი რეგულაციები ამოქმედდა.

დღეს საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია ქალაქის ვიცე-მერთან ლევან ჩოჩიასთან ერთად ,,სოკარ ჯორჯია გაზის ფოთის” სერვის ცენტრის მენეჯერს ირაკლი გურგენიძეს შეხვდა. შეხვედრის მიზანი ქალაქში გაზიფიცირების საკითხი და საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ახალი რეგულაციები იყო. გაზიფიცირების ახალი რეგულაციები 1 ნოემბრიდან ამოქმედდა და ,,სოკარ ჯორჯია გაზი“ გაზის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების სამუშაოებს ახალი პირობებით ახორციელებს.

ბუნებრივი გაზის ქსელზე მიერთების ტარიფი 200 ლარით შემცირდა და ერთი წერტილის მოწყობა 600 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდა.

საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე თოფურიამ შეხვედრაზე პროექტის განხორციელბის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ,,აღსანიშნავია ის, რომ თანხის გადახდა შესაძლებელი იქნება ეტაპობრივად, რაც ქალაქში გამოიწვევს ქსელის გაფართოებას და შესაბამისად აბონენტების გაზრდას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის ნება და სურვილი იცხოვროს უფრო კომფორტულ გარემოში“-აღნიშნა ალექსანდრე თოფურიამ. ამჟამად, გაზიფიცირების სამუშაოები ქალაქში აქტიურად მიმდინარეობს.