ალექსანდრე ჭაჭია: ”ივანიშვილი არც სისხლშია გასვრილი, არც გასული წლების ავანტიურებში. ხალხმა ამიტომაც მისცა ხმა”

0

chachiaქართველმა პოლიტიკოსმა და პოლიტოლოგმა, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ალექსანდრე ჭაჭიამ ინტერვიუ მისცა რადიო „გოლოს როსიის“,სადაც ძირითადად 2008 წლის ომზე და მას შემდგომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბდა. ალექსანდრე ჭაჭიამ ასევე შეაფასა საქართველოს პრემიერის ბიძინა ივანიშვილის როლზე რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის საკითხებში.

რაც შეეხება 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს, იმ ისტერიამ, რომელიც თან ახლდა ამ საომარ მოქმედებებს, რა თქმა უნდა, საზოგადოების რაღაც ნაწილი შეცდომაში შეიყვანა. მერე ეს რაღაცანაირად გასწორდა, იცით, იმიტომ რომ ხელისუფლება არასოდეს სარგებლობდა მოსახლეობის ნდობით. ყველაფერს, რასაც ხელისუფლება მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ამტკიცებდა, ხალხი საკმაო სკეფსისით აღიქვამდა. მითუმეტეს, 2008 წლის შემდეგ, როდესაც სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ეს ომი მოგებულად გამოაცხადეს, როდესაც ხმაურიან ზეიმებს აწყობდნენ, მთელ მასობრივ შოუებს. მას შემდეგ, რაც მთელი სამხედრო ინფრასტურქუტრა დაინგრა!

აშკარა იყო, რომ ომი, თუკი ამას საერთოდ შეიძლება ომი ეწოდოს, აბსოლუტურად წაგებულია. მერე ეს უკვე ირონიაში, დაცინვაში გადავიდა. და ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო იმას, რომ ადამიანებმა სიტუაციას საღი თვალით შეხედეს. მათ შორის რუსეთის როლს ამ მოვლენებში. მოლოდინი, რომ ეს მკვეთრად გააძლიერებს ანტირუსულ განწყობას ქართულ საზოგადოებაში, რუსოფობია გაჩნდება და ასე შემდეგ, არ გამართლდა. პირიქით, საღად მოაზროვნე ადამიანებმა ისეთი პოზიცია დაიკავეს, რომ საჭიროა ურთიერთობის რაც შეიძლება სწრაფად მოგვარება, ამ ფურცლის გადაშლა. და ამ თვალსაზრისით ძალიან სერიოზული მოლოდინი ჰქონდათ ბიძინა ივანიშვილისგან, ახალი ხელისუფლებისგან. რამდენადაც ის არანაირად არ მონაწილეობდა ამ მოვლენებში. ახალი ადამიანი. ის არც სისხლშია გასვრილი, არც გასული წლების ავანტიურებში. ის არაფერში მონაწილეობდა და ხალხმა ამიტომაც მისცა ხმა. ეს არის ახალი, სუფთა ადამიანი, რომელიც შეძლებს რუსეთთან ახალი ურთიერთობის აწყობას. იმ ძველის, კარგის აღდგენას, რაც იყო, და შემდგომ განვითარებას. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ეს არ მომხდარა”-აცხადებს ჭაჭია.

სხვა ახალი ამბები: