ალექსანდრე ჭიკაიძე: “გააფრთხილეს, საზღვარი არ დაეტოვებინა, მაინც გადაწყვიტა ამის გაკეთება”

0

news_18315საქართველოს შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, უგულავას დაკავებას პოლიტიკურ მოტივაციასთან არავითარი კავშირი არ აქვს. მინისტრმა განცხადება მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა:

„პოლიტიკური ნება ნაკლებად არის, დამერწმუნეთ, იმიტომ, რომ მრავალ ფინანსურ მაქინაციაში ედებოდა ბრალი, პროკურატურა არის ამ საქმით დაკავებული და ამ მიმართულებით მიმდინარეობს გამოძიება. მე რამდენადაც ვიცი, გააფრთხილეს, საზღვარი არ დაეტოვებინა, მაინც გადაწყვიტა ამის გაკეთება და სწორედ ამიტომ დააკავეს“, – განაცხადა ალექსანდრე ჭიკაიძემ.

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამთენიისას მაშინ დააკავეს, როცა ის კიევში გამგზავრებას ცდილობდა.

სხვა ახალი ამბები: