ალექსანდრე ჭიკაიძე: “ვინც კრიმინალურ ქმედებაში მონაწილეობდა, ყველა დაისჯება”

0

chikaidzeeeeშს მინისტრის განცხადებით, გამოძიება გუშინვე დაიწყო და ვინაიდან არჩევნებამდე მორატორიუმია გამოცხადებული, მანამდე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდება. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ვინც კრიმინალურ ქმედებაში მონაწილეობდა, ყველა დაისჯება.

“ვინაიდან, არჩევნებამდე მორატორიუმია გამოცხადებული, მანამდე საგამოძიებო მოქმედებებს ჩავატარებთ, მაგრამ ვინც კრიმინალურ ქმედებაში მონაწილეობა მიიღო, ყველა დაისჯება. არ აქვს მნიშვნელობა, ლიდერი იქნება თუ არა. გამოიკვეთა სხვის ტერიტორიაზე შეჭრა, რაც უკვე დარღვევაა, ასევე ხულიგნობის ფაქტი. იყო ცსკ-ზე ზეწოლა და თავად ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც მოგვმართა, რომ ხორციელდებოდა ზეწოლა”, – განაცხადა ჭიკაიძემ.

სხვა ახალი ამბები: