ალექსანდრე ჭიკაიძე: “მე მოვუწოდებ ყველა პარტიას, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან”

0

news_18686საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე პოლიტიკურ პარტიებს დესტრუქციული და პროვოკაციული ქმედებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

მისი განცხადებით, ყველა ძალადობრივი ქმედება, რომელიც წინასარჩევნოდ მოხდა, გამოძიებული იქნება.

“ჩემი სამინისტროს მხრიდან, ყველა თანამშრომლისთვის აკრძალული მაქვს პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვა და გავლენის მოხდენა. ყველა თანამშრომელს აქვს უფლება და თვითონ გადაწყვიტონ საარჩევნოდ ვის მისცემენ ხმას, არ ვაიძულებთ არაფერს, თავისუფლები არიან. რაც შეეხება გარემოს, მე მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას, პარტიას, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან, დესტრუქციული საქციელებისგან, ვინაიდან, ყველა ეს საქმე იქნება გამოძიებული და ყველა ამ საქმეში მონაწილე პიროვნება იქნება პასუხისგებაში მიცემული”, – განაცხადა ჭიკაიძემ.

სხვა ახალი ამბები: