ალექსანდრ ანქვაბი: ”წარსულში დაბრუნება არ მოხდება, აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა”

0

anqvabაფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ალექსანდრ ანქვაბის განცხადებით, აფხაზეთს საქართველოსთან კონტაქტი აქვს და ეს არის ე.წ. ჟენევის პროცესი.

ამგავარდ ალექსანდრ ანქვაბი ,,ეხო კავკაზისათვის” მიცემულ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ცუდი არ იქნებოდა, რომ აფხაზურ და ქართულ მხარეებს კონტაქტი ჰქონოდათ.

,,კონტაქტები არსებობს- ე.წ. ჟენევის პროცესი, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ვცდილობთ დავარეგულიროთ ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან- დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც მშვიდობას და თავდაუსხმელობას გულისხმობს. რა თქმა უნდა, კონტაქტები არსებობს და ჩვენ ასეთ კონტაქტებზე უარი არასოდეს გვითქვამს. მაგრამ სხვა საქმეა, რა შედეგია დღესდღეობით. ჩვენ ამაზე არაერთხელ ვისაუბრეთ, რომ ომი დასრულდა და რომ უნდა დავსვათ წერტილი ამგვარი დოკუმენტის მიღებით. მაგრამ ჩვენ ვერ ვპოულობთ ურთიერთგაგებას, უფრო მეტიც, ბოლო შეხვედრაზე იყო გარკვეული დემარშები, რომლებიც ამგვარი სახის შეხვედრებზე არ უნდა იყოს”-აცხადებს ანქვაბი.

იგი ასევე მიიჩნევს, რომ სოხუმსა და თბილისს შორის კონტაქტის ახალი ფორმატის შექმნა უკეთესობისკენ არაფერს შეცვლის.

,,ჩვენ მომხრე ვართ, რომ დასრულდეს ის ფორმატი, რომელიც დღესდღეობით არსებობს და რომელშიც გაერო, რუსეთი და სხვა ქვეყნები მონაწილეობენ. დღეს ჩვენ არ გვაქვს საფუძველი ამ ფორმატზე უარი ვთქვათ. მას დიდი ძალისხმევა დასჭირდა. რატომ უნდა ვთქვათ ჩვენ მასზე უარი? ჩვენ ამის ვერანაირ აუცილებლობას ვერ ვხედავთ. არ ვთვლი, რომ კიდევ რაიმე პარალელური ფორმატის შექმნა უკეთესობისკენ რამეს შეცვლის. არის ერთი ფორმატი. ვამბობ: მოდი ეს დავასრულოთ კონკრეტული შედეგით”-აცხადებს ანქვაბი.

დე-ფაქტო პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლის მიუხედავად აფხაზეთისადმი დამოკიდებულება არ შეცვლილა.

,,ჩვენ მზად ვართ მშვიდობიანად ვიცხოვროთ და ვიყოთ კარგი მეზობლები. საქართველოში ხელისუფლებების შეცვლა- ეს შიდა ქართული საკითხია და ჩვენ არ გვეხება. თუ ახალი ხელისუფლება, ახალი პრეზიდენტი შეეცდება ჩვენთან კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარებას, ჩვენ ამისათვის მზად ვართ. არანაირი პრობლემა არ არის. მაგრამ წარსულში დაბრუნება არ მოხდება. ეს ქართულმა საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ წარსულში დაბრუნება არ მოხდება. აფხაზეთი- დამოუკიდებელი სახელმწიფოა”- აღნიშნავს ანქვაბი.

სხვა ახალი ამბები: