ალექსი პეტრიაშვილის შეხვედრები სვანეთში

0

petriashvili-svanetshiევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი სვანეთში, მესტიის რაიონში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს, პედაგოგებს, მოსწავლეებსა და საჯარო სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდა.

მესტიაში, სოფლებში-ფარსა და ლატალში გამართულ შეხვედრებზე სახელმწიფო მინისტრმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის მნიშვნელობაზე, საქართველოსთვის გაჩენილ ეკონომიკურ სარგებელსა და პერსპექტივებზე ისაუბრა და განსაკუთრებით აღნიშნა ის პოტენციალი, რომელიც აქვს სვანეთის რეგიონს ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის სფეროების განვითარების კუთხით. ალექს პეტრიაშვილმა, ასევე, ხაზი გაუსვა ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლების მნიშვნელობას და ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის იმ ძირითად პრინციპებზე, რომელიც ერის კულტურული იდენტობისა და ტრადიციების შენარჩუნებისკენ არის მიმართული. სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრების მონაწილეების შეკითხვებსაც უპასუხა.

„ადგილობრივ მოსახლეობას ძალიან დიდი ინტერესი აქვს ასოცირების შეთანხმებასა და მასში შემავალ ძირითად ელემენტებთან და ვალდებულებებთან დაკავშირებით. ჩვენი მხრიდან გაეცა ყველა კითხვას პასუხი. ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ტრადიციები, ჩვენი კულტურა, ჩვენი ისტორია, ჩვენი სარწმუნოება, რა თქმა უნდა, პირიქით იქნება უფრო მეტად დაცული, უფრო მეტად გამდიდრებული და გაძლიერებული ერთიან, დიდ ევროპულ ოჯახში.“

სახელმწიფო მინისტრმა მესტიაში სტუმრობისას გამგეობის შენობაში ევროკავშირისა და ნატოს შესახებ საინფორმაციო კუთხე გახსნა.

სხვა ახალი ამბები: